ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის კონტრაქტების 90% გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტების 90%-ს აუქმებს,- ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საუბარია 60 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც უცხოეთის ქვეყნების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

„საერთოდ გაუქმდა USAID-ის თითქმის 5800 გრანტი და შენარჩუნდა USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც CNN აღნიშნავს უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება, არაკომერციული ორგანიზაციებისა და კონტრაქტორების მუშაობაზე დიდი დარტყმაა.

ამასთან, ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები