თემურ მღებრიშვილი – დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწრაფ და დროულ რეაგირებას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით მეხანძრე-მაშველების რიცხვი 650-მდე არის გაზრდილი, რომლებიც თავდაცვის ძალებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფლებში მოსახლეობის დახმარების მიზნით და აწვდიდნენ, როგორც საკვებს ასევე – მედიკამენტებს.

“მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და მეხანძრე-მაშველების და თავდაცვის ძალების ჯგუფების გადაადგილება გარკვეულ სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და საკვების, მედიკამენტების მისაწოდებლად. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველების რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწრაფ და დროულ რეაგირებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოსახერხებელია მოქალაქეებთან და მაცხოვრებლებთან სწრაფად მიწოდების, როგორც საკვების ასევე სამედიცინო საშუალებების,” – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები