“დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი” – თემურ მღებრიშვილი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გურიაში დიდთოვლობით შექმნილ ვითარებაში მუშაობის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწრაფ და დროულ რეაგირებას“, – განაცხადა მღებრიშვილმა.