„არ მადარდებს, რას იტყვის ქარტია”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პასუხობს. გრიგოლია ქარტიის ბრალდებას თითიდან გამოწოვილს და ხელოვნურად აგორებულს უწოდებს.
„ჩემი პასუხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას: – ბრალდება, რომ მე უსაყვარლესი ბიჭის, იოსებ კვიჟინაძის უფლებები დავარღვიე, არის თითიდან გამოწოვილი და ხელოვნურად აგორებული, რადგან ბავშვი გადაცემაში მოვიდა მამის სურვილით, რომელმაც თავადაც ისაუბრა, რა მძიმე დღეშია ოჯახი, ვინაიდან ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხა არ აქვთ. მამამ და ბავშვმა თავად მთხოვეს, იოსებისთვის მიკროფონი დამეთმო და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიმეცა. ეს იყო მამის სურვილიც და ბავშვისაც და არა ჩემი ინიციატივა. დღეს მე ვარ გახარებული.1937816_715422058502641_391529624_n იმდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება ამ ბავშვის ანგარიშის ნომერს. უამრავ ადამიანს გაუჩნდა მისი თანადგომის სურვილი და იოსების კარგად ყოფნა ასიათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ქარტიის ბრალდებები. დღესაც იგივეს გავაკეთებდი და ხვალაც გავაკეთებ იგივეს, თუ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები საზოგადოების მხარდაჭერაში. არ მადარდებს, რას იტყვის ქარტია.
p.s. ისე კი უმჯობესი იქნებოდა მათ რეაქცია იმაზე ჰქონოდათ, ფიზიკურად როგორ დაუპირისპირდა ვიღაც ტიპი ,,იმედის“ ოპერატორს. ასე რომ, აკეთონ განცხადებები და იყვნენ. ჩვენ კი იქნებ გვერდით დავუდგეთ იოსებ კვიჟინაძეს!!!!!! მიყვარხართ ყველა, ვინც ამ პატარა ბიჭის მხარდაჭერის სურვილს გამოხატავთ. და კიდევ ერთი-როცა ბავშვი მიკროფონს მთხოვდა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ მისთვის ეს მიკროფონი არ დამეთმო იმის შიშით, ვიღაც როგორ დამაბრალებდა ეთიკის დარღვევას ამის გამო,” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები