“უამინდობას რეგიონისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეუქმნია. მუნიციპალური სერვისები 24 საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული”, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე აცხადებს.
როგორც კალმახელიძე განმარტავს, იწმინდება გზები, იშლება ტექნიკური მარილი.
“შეზღუდვა რჩება მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება ელექტროენერგიას – მცირე, ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში. “ენერგო პრო” ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. მუნიციპალური სერვისები მობილიზებულია იმისთვის, რომ მყისიერად უპასუხონ ყველა გამოწვევას”, – აცხადებს
პლატონ კალმახელიძე.