“ბრიუსელის ძალაუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც უკვე შესუსტებულია” – ირაკლი გოგავა

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი გეზი ავიღეთ – საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ეს არის სამხედრო კონფლიქტებში ჩაურევლობა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელის ძალაუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც უკვე შესუსტებულია.

„ისინი [ბრიუსელი] შეეცდებიან, გააგრძელონ ანტირუსული ტრენდი, რისთვისაც ჩვენ ვჭირდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენონ, მაგრამ ბრიუსელის ძალაუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც უკვე შესუსტებულია. ჩეხეთი დაკარგეს, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთში ლამის დაკარგეს სიტუაცია, მაგრამ რაღაც მანიპულაციებით შეძლეს შენარჩუნება. პროექტს სერიოზული გარღვევები აქვს და ეს მხოლოდ გაძლიერდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი გეზი ავიღეთ, საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ეს არის სამხედრო კონფლიქტებში ჩაურევლობა, არავის სამხედრო ბანაკში ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ. ჩვენგან თუ არავის მუქარა არ ექნება, არც არავინ მოიცლის ჩვენთვის. შემდეგი 8-10 წლის განმავლობაში უნდა შევიმუშაოთ ეროვნული ეკონომიკური გეგმა და განვავითაროთ ეროვნული ეკონომიკა, ამ ფუფუნებას გვაძლევს არსებული ვითარება, გამომდინარე იქიდან რომ პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები