„მორიგი საამაყო დღე ამ რთულ დროში“ – „სუხიშვილების“ კონცერტს ნიუ-იორკში რობერტ დე ნირო დაესწრო
ნიუ-იორკში, „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე, ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც რობერტ დე ნირო მეუღლესთან ერთად დაესწრო. ამ ფაქტს ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება სოციალურ ქსელში.
„ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეთა დასს, ილიკოს, ნინოს, ხატიას და ანსამბლის დიდ ოჯახს ვულოცავ ტრიუმფს ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“. ასევე ვულოცავ Salomé Parks, რომელმაც ეს შესანიშნავი, მაგრამ ურთულესი პროექტი ჩაიფიქრა და წარმატებით განახორციელა. რა თქმა უნდა, ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, რომ მორიგი საამაყო დღე მოგვეცა ამ რთულ დროში“! – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
„სუხიშვილების“ კონცერტის შემდეგ, რობერტ დე ნირო ილიკო და ნინო სუხიშვილებს კულისებში ესტუმრა.

წყარო: chub1na.ge