ლევან მახაშვილი: საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და რატომ

“პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ. იმ ადამიანებისგან, რომლებზეც თქვენ მეკითხებით ასეთი არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ვნახოთ, საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის და რატომ შეიწყალებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ. იმ ადამიანებისგან, რომლებზეც თქვენ მეკითხებით [აქციის დროს დაკავებულები], ასეთი არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ვნახოთ, საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. კონსულტაცია იქნება, იყო თუ არ იყო ეს საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტია – ვის შეიწყალებს და რატომ შეიწყალებს”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები