ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ტანძიასა და აკაურთაში თოვლისაგან გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ბოლნისში მოსულმა თოვლმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ტექნიკის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებითი სპეცტექნიკა გამოყო როგორც ქალაქისა და სოფლების შიდა საავტომობილო გზების, ისე – სოფლებამდე მისასვლელი გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდის მიზნით.

“მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობდა ქალაქ ბოლნისში, სოფელ დისველში, ქვემო ბოლნისში, სოფელ ბოლნისსა და ფოლადაურში.

გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ზამურ ჭითანავასთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი გაეცნენ.

სპეცტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს.

ბოლნისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები