გია აბაშიძე: თამარ ჩერგოლეიშვილი თავისი ურეიტინგობის გამოსწორებას შვილმკვდარი დედებით სპეკულირებითაც ცდილობს – აუტსაიდერთა კლასტერია, რომელიც ყველაფერს იკადრებს რევანშიზმისთვის
“ფედერალისტების” ერთ-ერთი სახე, თამარ ჩერგოლეიშვილი თავისი ურეიტინგობის გამოსწორებას შვილმკვდარი დედებით სპეკულირებითაც ცდილობს; სისტემა უნდა დაინგრესო, ნაცპარტიების წურბელობის სისტემა ნამდვილად მოსანგრევია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძე “ფედერალისტებს” “აუტსაიდერთა კლასტერად” მოიხსენიებს და მათ “ყველაფრის მკადრებლებს” უწოდებს.
“ფედერალისტების” ერთ-ერთი სახე, თამარ ჩერგოლეიშვილი თავისი ურეიტინგობის გამოსწორებას შვილმკვდარი დედებით სპეკულირებითაც ცდილობს; სისტემა უნდა დაინგრესო, ნაცპარტიების წურბელობის სისტემა ნამდვილად მოსანგრევია.
წუნკალ პოლიტიკანურ პერსონაჟთა რენომე ვერაფრით გამოსწორდება ვერც დღეს, ვერც ხვალ ანდა ზეგ. აუტსაიდერთა კლასტერია, რომელიც ყველაფერს იკადრებს რევანშიზმისთვის”, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.