მარჯანიშვილზე, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ ხანძარი იყო.
ცეცხლი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მდებარე შენობის სახურავზე გაჩნდა.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.