“დედაქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი გაწმენდილია და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი” – ირაკლი ბენდელიანი

“მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი გაწმენდილია და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს.

როგორც ბენდელიანი აღნიშნავს, ნალექის დაწყებისთანავე, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადასულია 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე.

“ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით თოვა. აღნიშნული ნალექის დაწყებისთანავე, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადასული ვართ 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის ცხელი ხაზი და მუდმივ რეჟიმში, პრიორიტეტების მიხედვით, ვცდილობთ, რომ არცერთი ზარი რეაგირების გარეშე არ დაგვრჩეს.

მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი გაწმენდილია და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე, ინტენსიურად იწმინდება შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები. ასევე, ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. დაახლოებით 110 ერთეული ტექნიკა არის დედაქალაქის მასშტაბით მობილიზებული. სანამ აღნიშნული სახის პრობლემები იქნება ქალაქში, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიქნებით,” – აღნიშნავს ირაკლი ბენდელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები