ბესიკ კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული”,- ამის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ თბილისში მოსული უხვი ნალექით შექმნილ სიტუაციაზე “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ არ შეჰქმნოდათ პრობლემა.

„შედარებით უხვი ნალექი იყო გლდანის რაიონში, შემოერთებულ ტერიტორიებზე. ეს არის მუხიანის აგარაკები, გიორგი წმინდის დასახლება, ე.წ. გაზების დასახლება, ავჭალა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფის“ დროული ჩართულობით, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, ტექნიკური მარილის გამოყენებით, ასევე გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის ჩართულობით, შევძელით, რომ არცერთ ქუჩაზე არ ყოფილიყო რაიმე სახის დაბრკოლება. ასევე უზრუნველყავით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ არ შეჰქმნოდათ პრობლემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები