პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

პორტუგალიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ანტონიო ჟოზე სეგურო ლიდერობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის.

მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე პარტია Chega-ს ლიდერი ანდრე ვენტურა. ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო, არჩევნები მეორე ტურში გადაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პორტუგალიაში 8 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

ცნობისთვის, პორტუგალია ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და მას აქვს პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები