შალვა პაპუაშვილი: დღეს ოპოზიცია დაკავებულია საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით, ეს არის მათი სამარცხვინო დღის წესრიგი
„დღეს ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით, ეს არის მათი სამარცხვინო დღის წესრიგი. ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისინი ამაზე პასუხს მიიღებენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პრეზიდენტი და პრემიერი დანიშნავს.
„ოქტომბერში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა დაინიშნება ეს არჩევნები, მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ [ოპოზიცია] და სამსჯავროზე გამოიტანენ თავის სამარცხვინო ქცევას და ამ სამარცხვინო ქცევას კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს საქართველოს საზოგადოება, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება.
ის კონკრეტული გარემო, რაც სამყაროში ხდება, ვხედავთ რამდენი რამე იცვლება, ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული პოზიციის ქონა და შიგნიდან გამყარება და დღეს ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით, ეს არის მათი სამარცხვინო დღის წესრიგი. ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისინი ამაზე პასუხს მიიღებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.