სახალხო დამცველი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა

26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს საქართველოში, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში მიგრანტთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობა განიხილეს.

“მხარეები ასევე, მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები