ლევან მახაშვილი – სამი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ბევრისთვის ემოციურად რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადააზღვია ყველა რისკი და ომი არ დაუშვა

„სამი წლის წინ საქართველო გადარჩენის საფრთხის წინაშე იდგა, მაშინ, საქართველოს მთავრობამ ბევრისთვის ემოციურად რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადააზღვია ყველა რისკი და ომი არ დაუშვა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა დღეს ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დიდი საფრთხის წინაშე დგას.

„სამი წლის წინ საუბარი იყო უკრაინაზე, როგორც ქვეყანასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, რომელიც თავისი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებდა, ეკონომიკა ჰქონდა, მოსახლეობა ჰყავდა და ვითარდებოდა, როგორც ქვეყანა, სამწუხაროდ, სამი წლის თავზე, უკრაინა სხვა გამოწვევის წინაშე დგას – ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დიდი საფრთხის წინაშე დგას, გაუგებარი და ბუნდოვანი მომავლით. ამიტომ, შედარება იმის, რა იყო უკრაინა სამი წლის წინ და რა არის დღეს, ძალიან მარტივია. სამწუხაროა, მაგრამ მარტივია. იმავე გამოწვევების წინაშე დგას საქართველოც – სამი წლის წინ საქართველო გადარჩენის საფრთხის წინაშე იდგა. მაშინ, საქართველოს მთავრობამ ბევრისთვის ემოციურად რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადააზღვია ყველა რისკი და ომი არ დაუშვა,”- აცხადებს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები