დუშეთში 1500 – ლარიანი ჯარიმის გამო მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

  დუშეთის რაიონის სოფელ ციხისძირში შეშის უკანონო ჭრისთვის 1500 ლარით დაჯარიმებულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახლობლების განცხადებით, ებრალიძეების ოჯახმა ასეთი ჯარიმა 3 წლის წინათაც გადაიხადა, თუმცა მეორედ დაჯარიმების ფაქტს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო. ციხისძირელების ბრალდებებს არ იზიარებს რაიონის ხელმძღვანელობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიზო ჩოხელი აცხადებს, რომ მეტყევეებს ებრალიძეების ოჯახი არ დაუჯარიმებიათ. მისივე თქმით, მათ უბრალოდ, გაფრთხილება მისცეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები