ლევან მაჭავარიანი: როდესაც ომი უნდა დასრულდეს და ომის ერთი მხარე არის რუსეთი, შენ უნდა დაჯდე და ისაუბრო რუსეთთან ისევე, როგორც ჩვენც მოგვიწევს რაღაც ეტაპზე რუსეთთან საუბარი, ვინაიდან ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ტერიტორიები
“როდესაც ომი უნდა დასრულდეს და ომის ერთი მხარე არის რუსეთი, შენ უნდა დაჯდე და ისაუბრო რუსეთთან ისევე, როგორც ჩვენც მოგვიწევს რაღაც ეტაპზე რუსეთთან საუბარი, ვინაიდან ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ტერიტორიები”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დეოკუპაციასთან დაკავშირებით საუბარი უნდა შედგეს.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრების გარკვეული ნაწილი, ისევ დაუბრუნდა იმ რიტორიკას, რა რიტორიკითაც მოიხსენიებდნენ ბატონ ტრამპს გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ თითქოს ის არის რუსეთის აგენტი და პუტინის კაცი. ეს აბსურდია. ბატონი ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველ რიგში, იგი ემსახურება თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებს.
როდესაც ომი უნდა დასრულდეს და ომის ერთი მხარე არის რუსეთი, შენ უნდა დაჯდე და ისაუბრო რუსეთთან ისევე, როგორც ჩვენც მოგვიწევს რაღაც ეტაპზე რუსეთთან საუბარი, ვინაიდან ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ტერიტორიები. ახლა გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ისე სწრაფად იცვლება, რომ ეს შეიძლება უფრო დაჩქარდეს. ჩვენი საუბარი უნდა შედგეს დეოკუპაციასთან დაკავშირებით. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგება და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება ისე შეიძლება შედგეს, რომ რუსეთი ამაში ჩართული არ იყოს, ის ძალიან ცდება“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.