“ჩვენმა დაჭრილმა და დაშავებულმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკისა და ჯანმრთელობის ფასად, სამშობლო და საერთაშორისო უსაფრთხოება სხვადასხვა მისიაში დაიცვეს, ვაჟკაცურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს” – ირაკლი ჩიქოვანი
“დღეს ჩვენი დაუმარცხებელი მებრძოლები კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებიდან“ სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, ჩვენს საამაყო ბიჭებს თბილისის აეროპორტში დავხვდი და საერთაშორისო შეჯიბრში მიღწეული წარმატება მივულოცე”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენმა დაჭრილმა და დაშავებულმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკისა და ჯანმრთელობის ფასად, სამშობლო და საერთაშორისო უსაფრთხოება სხვადასხვა მისიაში დაიცვეს, ვაჟკაცურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ახლა კი, ისევ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის, ახალი გამარჯვებებისთვის იბრძვიან. ამის ნათელი დასტურია „ძლიერთა თამაშებში“ მოპოვებული ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი.
თავდაცვის უწყების სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ”, – წერს ჩიქოვანი.