აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ზელენსკის აფრთხილებს, რომ ტრამპის საჯარო კრიტიკისგან თავი შეიკავოს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს დონალდ ტრამპზე თავდასხმისგან და თქვა, რომ მის საჯაროდ გაკრიტიკებას მხოლოდ უკუშედეგი მოჰყვება.

ვენსი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ლიდერმა ტრამპი რუსეთის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრებაში დაადანაშაულა.

„იდეა, რომ ზელენსკი პრეზიდენტის აზრს შეცვლის მისი საჯაროდ გაკრიტიკებით მედიაში, მცდარია – ვინც კი იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი მიდგომაა ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენსის თქმით, ზელენსკი „ცუდ რჩევებს“ იღებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ახალ ადმინისტრაციასთან და ბოლო სამი წლის განმავლობაში უთხრეს, რომ მას არაფრის გაკეთება შეეძლო.

„ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ [უკრაინელი] ჯარისკაცების სიმამაცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკა. ეს არ ემყარება რუსულ დეზინფორმაციას. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპმა, ვფიქრობ, ბევრი რამ იცის გეოპოლიტიკის შესახებ და აქვს ძალიან ძლიერი შეხედულება“, – დასძინა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები