19 თებერვალს, ნაშუადღევს, რუსეთის მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ნახევარ რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ყურადღება! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეა იმ ადგილებში, სადაც საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებაა გამოცხადებული!”,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 167 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 106 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი დაშავდა.