პუტინმა რუსეთში საწვავის პრობლემებს დროებითი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საწვავის პრობლემას დროებითი უწოდა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ, სადღესასწაულო სეზონის ჩაშლის მცდელობებს უკავშირდება.

„ეს დროებითი საკითხია, სრულიად აშკარა საკითხია, რომელიც ასევე დაკავშირებულია სადღესასწაულო სეზონის, ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ყირიმში, ჩვენი მოქალაქეების დღესასწაულების ჩაშლისკენ მიმართულ ქმედებებთან“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსეთში ამ ზაფხულს საწვავის მიწოდების შეფერხებები ლოჯისტიკის ცვლილებების გამო შეინიშნება. სიტუაციის გამოსასწორებლად, მთავრობამ მიიღო მთელი რიგი ზომები, მათ შორის ბენზინის ექსპორტის აკრძალვა, საწვავის იმპორტისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და რუსეთში წარმოების გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები