პიტ ჰეგსეთმა ისრაელში დაგეგმილი პირველი ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ისრაელში ოთხშაბათისთვის დაგეგმილი პირველი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ჰეგსეთს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან.

ვიზიტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება. გადაწყვეტილება რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღეს.

ჰეგსეთის დაგეგმილი ვიზიტის ერთ-ერთი შესაძლო თემა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ყოფილიყო აშშ-ისა და თურქეთის თავდაცვის თანამშრომლობა, მათ შორის თურქეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესაძლო მიყიდვის საკითხი, რასაც ისრაელი ყურადღებით აკვირდება.

აშშ-ის თავდაცვის უწყებას ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები