IMO: სპარსეთის ყურეში დაახლოებით 6 000 მეზღვაური კვლავ ჩარჩენილია
გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები დაგმო და განაცხადა, რომ რეგიონში დაახლოებით 6 000 მეზღვაური კვლავ ჩარჩენილია.
მისი თქმით, თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურების სიცოცხლეს და კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების მდგომარეობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო მარშრუტზე.
„მე ვგმობ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ რამდენიმე გემზე თავდასხმებს. დაახლოებით 6 000 მეზღვაური კვლავ ჩარჩენილია სპარსეთის ყურეში. ისინი არ უნდა აღმოჩნდნენ კონფლიქტის მძევლები,“ – განაცხადა დომინგესმა.
IMO-ს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.