“საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ფაქტობრივად, აზრი დაკარგეს, ისინი ავტორიტეტს კარგავენ; ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია” – შარმანაშვილი
“საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ფაქტობრივად, აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა
როგორც დეპუტატმა განმარტა, საერთაშორისო სამართალი რომ მოქმედებაში იყოს, პირველ რიგში, ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია.
„ეუთოს, როდესაც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს, მაშინაც ჰქონდა დანიშნულება, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპაში ომის საშიშროება არასდროს არ ყოფილიყო. საბჭოთა კავშირიც კი ჩაითრიეს ამ საქმიანობაში. მოაწერინეს საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი, რომ არ გამეორდებოდა საომარი ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში. ამ პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაცია ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი, ეს მთავარი ოპონენტი დასავლური სამყაროსი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს რუსეთი მაგრამ ის ისეთივე ძლიერი და ისეთივე საფრთხის შემცველი არ არის, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. აი, ამ ორგანიზაციის სახეც კი აქამდე დაეცა.
რეზოლუციას იღებენ, სადაც ყალბი ნარატივია. არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი, არც ერთი პლატფორმა თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სადაც შენს არგუმენტებს მოისმენენ. საერთოდ არც ერთ არგუმენტს არ ისმენენ, არც დასაბუთებულად აბათილებენ. სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირის, რომელიც ჩამოსული იყო ორი წლის წინ საქართველოში ჩვენი არჩევნების დასაკვირვებლად, აი, იმისი დასკვნაც კი გააყალბეს. ამბობენ, რომ თითქოს იქ წერია, რომ ისეთი დონის გაყალბებები იყო არჩევნებში, რომ ის ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. არადა მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთ დონეზე დაეცა თუნდაც ეს ორგანიზაცია. იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
ეს აჩვენებს იმას, რომ ეს არის საერთო ტენდენცია იმის, რომ ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.