ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა, ირანის ხარგის კუნძული დაიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანის ხარგის კუნძული დაიკავოს, თუ თეირანი აშშ-ის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ტრამპის თქმით, მისი „უპირატესი არჩევანი“ ხარგის კუნძულის დაკავებაა.

“არ ვიცი, აქვს თუ არა ამერიკას ამისთვის საკმარისი მზადყოფნა, მაგრამ ეს ჩემი უპირატესი არჩევანია“, – განაცხადა მან.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ შეერთებული შტატები „ახლო მომავალში აიღებს ხარგის კუნძულსა და სხვა ნავთობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და მათზე სრულ კონტროლს დაამყარებს“.

ხარგის კუნძული ირანის უმნიშვნელოვანესი ნავთობტერმინალია, რომლის გავლით ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხორციელდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, კუნძულს ირანის ენერგეტიკული სექტორისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები