უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო – ამის შესახებ „კვირას“ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ბრალდებულ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დარჩა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ გამოიტანა.
ახალაიასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამებაში ბრალდებულები იყვნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამის შემდეგ კი საჩივარი პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში დაწერა. ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ოთხთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო უზენაესმა სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, პასუხისგებაში უნდა მისცენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები. “ამ სპეცრაზმელებმა ცრუ ჩვენება მისცეს ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ. სამი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა და ახლა წესით უნდა დაიწყოს დაზარალებულად ცნობილების დაკავება, ცრუ ჩვენებების საფუძველზე”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები