უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდნენ.
„პირველ ლედისთან ერთად ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. შეხვედრები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და პირველ ლედის ემინე ერდოღანთან. პატიმრების გაცვლა – ყველა ძალისხმევა გაგრძელდება ჩვენი ხალხის სახლში დასაბრუნებლად“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მხარეები სასურსათო უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ. პირველი ლედი საგანმანათლებლო და კულტურულ დიპლომატიაზე ისაუბრებს.
როგორც Ukrinform-ი იუწყება, აბუ-დაბიში უკრაინელ ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდება უკრაინის პარტნიორი აფრიკის კონტინენტზე პირველი კვების ცენტრის შესაქმნელად.