90 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 90 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით სამშენებლო კომპანია “დომინუსის” დირექტორი გელა გურული დააკავა.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გელა გურულმა დიდი ოდენობით თანხა ზესტაფონში სტადიონის მშენებლობის პროცესში მიითვისა.
მათივე ინფორმაციით, “დომინუსის”დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელმა ილია კოკაიამ მიმართა.
“ბრადლებულების დაკავების ორნაირი პროცედურა არსებობს ერთი, როცა თვითონ ძალოვანი უწყება წყვეტს დაკავებას და მეორე, როდესაც გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისთვის და კითხვის ნიშნების მოხსნისთვის სასამართლოს მიმართავს, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა და მისი განჩინების საფუძველზე მოხდა დაკავება”, – განუცხადეს “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები