ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი ხვალ ლიბანიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

ისრაელი ხვალ ლიბანიდან ჯარების გაყვანას აპირებს,- ამის შესახებ The Times of Israel-ს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა.

თუმცა, მანამდე, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა რონ დერმერმა განაცხადა, რომ IDF დარჩება ხუთ სტრატეგიულ ადგილზე ლიბანის სამხრეთში.

ისრაელსა და ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 18 თებერვლისთვის უნდა გაიყვანოს. შეთანხმების მიხედვით სამხრეთ ლიბანი უნდა დატოვოს “ჰეზბოლამაც”, ხოლო ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც იქ დარჩება, ლიბანის არმია უნდა იყოს.

შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 18 თებერვლამდე დარჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები