ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტმა “აზდაკის ბაღის” ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტმა “აზდაკის ბაღის” ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნოდარ დუმბაძის “HELLADOS” მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შედგა. სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი – ვასილ გველესიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” 2016 წელს დაარსდა. დასი 20-მდე ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აერთიანებს. ინტეგრირებული თეატრის მიზანია შშმ პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში მოსინჯონ, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და საყვარელი საქმით შემოსავალი ჰქონდეთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.