დავით შერაზადიშვილი: დმანისის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეფექტური თვითმმართველობა, მერის ხელმძღვანელობით

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას  დაესწრო.

დავით შერაზადიშვილის შეფასებით, დმანისის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეფექტური თვითმმართველობა, მერის ხელმძღვანელობით.

„დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერისგან   მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ანგარიში გასული წლის მუშაობის შესახებ. რამაც აჩვენა, რომ ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება.

მინდა აღვნიშნო, რომ დმანისის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეფექტური თვითმმართველობა, მერის ხელმძღვანელობით, რომელსაც შეუძლია ღირსეულად უპასუხოს დღის წესრიგით არსებულ გამოწვევებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს ყოველდღიურად თუ როგორ ვითარდება მათი მუნიციპალიტეტი. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერს კობა მურადაშვილს და მთლიან გუნდს”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 74%-ით გაიზარდა, რაც მეტ შესაძლებლობებს იძლევა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები