ნაცისტებს მტრის წინააღმდეგ კოღოების გამოყენება სურდათ

მეცნიერების განცხადებით, ნაცისტებს ომში ერთ-ერთ იარაღად მტრის წინააღმდეგ კოღოების გამოყენება სურდათ. გერმანელმა ბიოლოგმა მოიძია არგუმენტები, რომ ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლაც, გეგმავდნენ კოღოს გამოყენებას მტერთან საბრძოლველად.
კლაუს რეინჰარდტმა ტუბინგენის უნივერსიტეტიდან შეისწავლა იმ მეცნიერთა არქივები, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკ დაშაუში დიდხანს დაჰყვეს. ეს ბანაკი ჰენრიხ გიმლერის ბრძანებით შეიქმნა. რეინჰარდტი აღნიშნავს, რომ მეცნიერები კოღოს საშუალებით მალარიით ადამიანების დაინფიცირებაზე მუშაობდნენ, შემდეგ კი მტრის ტერიტორიაზე მის გავრცელებას აპირებდნენ. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფიცირება.
ცნობილია, რომ დაშაუს პატიმრებს სპეციალურად აინფიცირებდნენ მალარიით, მაგრამ ნაცისტების გეგმა არ განხორციელდა, რადგან ომის მეორე პერიოდში მათ სერიოზული დანაკარგი და წარუმატებლობა ხვდად წილად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები