თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

„თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, კრება 29 სოფლის მცხოვრებლებთან გაიმართა. მოსახლეობამ, კენჭისყრის პრინციპით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შეარჩია, რომელიც მათ სოფელში 2025 წელს განხორციელდება.

„შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხორციელდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით კი პროგრამის ბიუჯეტი 100%-ითაა გაზრდილი, რაც მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის.

2025 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ჯამურად 956 000 ლარი გამოიყო“ – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები