ჯამბულატ მელაძემ კურორტ ბეშუმის გუშაგები მოინახულა

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ
მელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ა(ა)იპ
კურორტ ბეშუმის დირექტორთან ემზარ ბოლქვაძესთან ერთად, კურორტ
ბეშუმის გუშაგები მოინახულა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამბულატ მელაძემ კურორტის გუშაგებს მადლობა გადაუხადა 24 საათიან რეჟიმში თავდაუზოგავი შრომისათვის, რომლებიც ზამთრის პერიოდში იმყოფებიან კურორტზე და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

„კურორტი ბეშუმი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ყველაფერს
გავაკეთებთ იმისათვის, რომ კურორტის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რათა უფრო
მეტი სტუმარი ეწვიოს ჩვენს კურორტს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და კურორტის პოპულარიზაციას „- განაცხადა ჯამბულატ მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები