ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: მნიშვნელოვანია ასეთი გამოძიების დაწყება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ტრამპი, ილონ მასკი, მარკო რუბიო ღიად საუბრობენ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ამერიკელი ხალხის ფულით ხდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, გამოძიება მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე.

„წლებია, ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ უცხო ქვეყნის დაფინანსებით, მითითებით პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი გამოძიების დაწყება მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია – პრეზიდენტი ტრამპი, ილონ მასკი, მარკო რუბიო და სხვები უკვე ღიად საუბრობენ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ამერიკელი ხალხის ფულით ხდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, თუ გამოძიებას ექნება კითხვები, იქაც ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის არაერთ წარმომადგენელს მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები