თეთრიწყაროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
თეთრიწყაროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
„აღსანიშნავია, რომ კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავენ.
დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა სამუშაო ჯგუფთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები, ბორბალოსა და ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ინიცირებული პროექტების საერთო ღირებულება 894 000 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.