პრემიერი – ოპოზიცია გაღიზიანებულია იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდან, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში

ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

„მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი მე აბსოლუტურად არ მიკვირს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები