გიორგი ვოლსკი: მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი USAID-ის მიერ გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯავად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათ შორის, კარგად დაუკვირდით, დაფინანსებულია:

1. “საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების აქტივობები”, რისთვისაც 26 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

2. “დემოკრატიული ლიდერული უნარების გაძლიერება პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მდგრადობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ლიდერობისა და ეფექტურობის გაძლიერება” და ა.შ. რისთვისაც 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.

სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველოში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ…”,- წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები