“ჰამასის” დელეგაცია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ეგვიპტეში ჩავიდა

“ჰამასის” უფროსი ლიდერი ხალილ ალ-ჰაია ამჟამად დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფება, რათა შეხვდეს ეგვიპტის ოფიციალურ პირებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

ორშაბათს “ჰამასმა” განაცხადა, რომ აპირებდა შაბათისთვის დაგეგმილი ისრაელის მძევლების მორიგი გათავისუფლების გადადებას, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ განაახლებს „ინტენსიურ ბრძოლებს“ ღაზაში, თუ ჰამასი არ გაათავისუფლებს შემდეგ მძევლებს შაბათს შუადღისთვის.

აღსანიშნავია, რომ შუამავლები კატარი და ეგვიპტე „ინტენსიურად მუშაობდნენ“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარშემო არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ბოლო დღეებში დიდი დაძაბულობის ქვეშ მოექცა. კატარი და ეგვიპტე ინტენსიურად მუშაობენ კრიზისის მოსაგვარებლად, რათა აიძულონ ისრაელი, განახორციელოს ჰუმანიტარული პროტოკოლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და დაიწყოს მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის”,- ნათქვამია ანონიმური წყაროს მიერ მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები