მარტვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები გაიმართა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს შეხვედრები ტალერის, გურძემის, კიწიის და გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.

“შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცანავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 10 თებერვლიდან – 14 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. პროექტი ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები