“ბევრი ევროპარლამენტარი ქრთამის აღებაზე დააპატიმრეს; ამის შემდეგ რა ფასი უნდა ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას” – მაჭარაშვილი

“ფასი დაკარგა უსამართლო რეზოლუციებმა, როლებშიც მხოლოდ ფულის ინტერესია, ამის შემდეგ, რა ფასი უნდა ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას?”, – ამის შესახებ ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირში ბიუროკრატია რეალობას მოწყვეტილია და რეალობას ვერ აღიქვამენ.

“სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგია. ევროკავშირს ურჩევნია, მიხედოს, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობას, რომელმაც თავიდან ბოლომდე ამხილა ბიუროკრატია, მათ შორის ევროკავშირში და თქვა, რომ ევროპაში თუ არსებობს ვინმე, დაელაპარაკოს, ეს უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე სახელმწიფოა. ჩვენ ვამბობდით, რომ ფასი დაკარგა უსამართლო რეზოლუციებმა, მათ შორის ევროპარლამენტში, სადაც საუბარი იყო, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა გათავისუფლებულიყო და რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო. ნულოვანი გახდა და ჩალის ფასიც კი აღარ აქვს, რადგან ამ რეზოლუციებში მხოლოდ ფულის ინტერესია. ვნახეთ, რომ ბევრი ევროპარლამენტარი ქრთამის აღებაზე დააპატიმრეს. ამის შემდეგ, რა ფასი უნდა ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები