ირაკლი კირცხალია უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგზე: მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სამართალდამცავ უწყებებს, ყველა ინსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ უცხოელების, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ზრუნავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მე-4 ადგილს იკავებს.

„ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ტურიზმი და საზოგადოება კარგად ხედავს, ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს ტურისტული კუთხით, ეს იქნება საერთაშორისო მგზავრთნაკადის მიმოსვლა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სამართალდამცავ უწყებებს, ყველა ინსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ უცხოელების, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ასეთ მაღალ სტანდარტებს ინარჩუნებს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რეიტინგში, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მე-4 ადგილს იკავებს.

ქვეყანა ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას.

საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით, უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები