“საქართველოს ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმავეს ელოდოს” – მაჭარაშვილი

“საქართველოს ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმავეს ელოდოს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სახელმწიფომ თავის თავს და თავის დამოუკიდებლობას უნდა მიხედოს.

“ისინი თუ მაინც გაბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას მიაყენებენ, შესაბამის პასუხს მიიღებენ. არ მგონია, რომ ესტონეთს დღეს ჰქონდეს ფუფუნება, საქართველოს საზოგადოებას ასე ელაპარაკოს, რადგან რა განცხადებებიც კეთდებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში, ესტონეთიდან, ყველაფერი გააქარწყლა ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებამ. არ მგონია, რომ ამ განცხადებას შეურაცხყოფის გარდა, სხვა რაიმე მიზანი ჰქონდეს. შეურაცხყოფა კი არავის არ შერჩენია, ისტორიას მაინც გადახედონ – საქართველოს ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმავეს ელოდოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები