ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა

“გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები