54 წელი ღურტის ტრაგედიიდან
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ
მელაძემ, 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო” – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა ხსოვნას ასევე, პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფელ ღურტის წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.