დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მორიგი მიღება ბოლნისის ბიუროში გამართა
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მორიგი მიღება ბოლნისის ბიუროში გამართა.
როგორც შერაზადიშვილი ამბობს, საუბარი ინდივიდუალურ საჭიროებებსა და საერთო გამოწვევებს შეეხო.
„ტრადიციულად ვისაუბრეთ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და საერთო გამოწვევებზე. ამავდროულად, მოქალაქეებისგან მოვისმინე მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებისა და მდგომარეობის შეფასება. ბოლო წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და სოციალური პროგრამა განხორციელდა, რასაც ადგილობრივები დადებითად აფასებენ, მაგრამ გარკვეული გამოწვევები ჯერ ისევ არსებობს, სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.