ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.
„ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი,
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე” – წერია ინფორმაციაში.