ალბანეთის დედაქალაქის მერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ალბანეთის დედაქალაქის მერი, მმართველი სოციალისტური პარტიის (SP) წევრი ერიონ ველიაი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ალბანური მედია ავრცელებს.
„ველიაის ბრალად ედება „პასიურ“ კორუფციასა და ფულის გათეთრების საქმეში მონაწილეობა… მისი მეუღლეს, აიოლა ჩოქსის, რომელსაც ბრალი ედება კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ქონების დამალვაში, შინაპატიმრობა შეეფარდა. მათთან ერთად „აქტიურ“ კორუფციაში კიდევ ხუთი ბიზნესმენია ეჭვმიტანილი, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებში დაიბარეს“, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა.
უცხოური მედიის ცნობით, ალბანეთის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მერის მეუღლის ანგარიშზე და მის მიერ კონტროლირებად კომერციულ სტრუქტურებში თანხები ირიცხებოდა. ერთ-ერთი კომპანიის სეიფში 95 ათასი ევრო და 14,9 ათასი დოლარი აღმოაჩინეს.